დაბა ურეკის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - თამარ ოროველაშვილმა და ვენერა ხურციძემ მასწავლებელთა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს
19-08-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ. 

სკოლის პედაგოგებმა - თამარ ოროველაშვილმა და ვენერა ხურციძემ მასწავლებელთა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. 

სკოლაში მასწავლებლებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„დაბა ურეკის საჯარო სკოლა ულოცავს კომპეტენციის დადასტურებას ჩვენს პედაგოგებს: თამარ ოროველაშვილს (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) და ვენერა ხურციძეს ( დაწყებითი I-IV) და უსურვებს წარმატებებს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა უფროსი სპეციალური მასწავლებელის, საგნისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები უკვე გამოაქვეყნა. 20 აგვისტომდე კი აპელაცია მიმდინარეობს. 

2024 წელს მასწავლებლის გამოცდაზე 18 900-ზე მეტი მსურველი იყო დარეგისტრირებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ჩატარდა საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203