ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ვიტისი“ წარმატებულ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევა.
კლუბი ჩართულია მასშტაბურ კონკურსში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, რომლის ფარგლებში არაერთი ეკოაქტივობა განახორციელა, მიღწეული წარმატებისთვის კი დამსახურებულად დაჯილდოვდა.
ეკოკლუბმა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024“-ის ორგანიზატორებისაგან საჩუქრები მიიღო.
აღსანიშნავია, რომ „ვიტისი“ კონკურის რეგიონულ ნახევარფინალში 25 სკოლიდან 6 საუკეთესოს შორის მოხვდა. წელს კი ძიმითის საჯარო სკოლას დიდ ფინალში დებიუტი ექნება.
სკოლის სახელით კონკურსის დასკვნით ეტაპზე ნინი მგელაძე და სოფო დეკანოიძე გამოვლენ.
სკოლაში სასკოლო პრემიის მესვეურთ საჩუქრისთვის დიდ მადლობას უხდიან, ეკოკლუბელებს კი ფინალში წარმატებას უსურვებენ.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი
კონკურსი - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ - 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: