საგამოცდო ციებ-ცხელება დასრულდა, აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები ცნობილია, ახალა კი საბოლოო ჩარიცხვების მოლოდინში არიან.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში, სადაც კურსდამთავრებულებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ, ახალგაზრდების ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგები ახარებთ.
კურსდამთავრებულებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასკოლო საზოგადოებას სიმაყის საფუძველი მისცეს.
სკოლაში ახალგაზრდებს წარმატებას ულოცავენ და ახალგაზრდებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებენ.
„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე. მიხარია, რომ წარმატებით ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდა და გახდით სტუდენტები, ვამაყობთ თქვენით, შეინარჩუნეთ ჩვენი სკოლის სახელი, გილოცავთ და უამრავ წარმატებას გისურვებთ - ანა მკრტჩიან, მერი შქოიან, ვიკტორ კარახანიან, ანი ბეზოიან, არმინე ბეზოიან (ექსტერნი), ვიკტორია კარაპეტიან (ექსტერნი), სუსანნა თუმასიან, გეღამ იაჟიან (ექსტერნი), კარინა ბადოიან, ლალიტა მარკოსიან, ჰასმიკ აბრამიან.
მათთან ერთად, ასევე თავიანთი ცოდნის ძალა გაზომეს და გამოავლინეს ბრწყინვალე შედეგი ახალა უკვე მე-12 კლასელებმა - ალექსან სანამიანმა, გოჰარ რაფაელიანმა და სათენიკ გომციანმა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგზარდებს წარმატებასა და ნათელ მომავალს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: