მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ.
სკოლის პედაგოგმა - ორხან გუსეინზადემ მასწავლებელთა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
სკოლაში პედაგოგს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„კასუმლოს საჯარო სკოლა ულოცავს ორხან გუსეინზადეს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას და წარმატებებს უსურვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა უფროსი სპეციალური მასწავლებლის, საგნისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები უკვე გამოაქვეყნა.
2024 წელს მასწავლებლის გამოცდაზე 18 900-ზე მეტი მსურველი იყო დარეგისტრირებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ჩატარდა საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა.