„მოძღვართ-მოძღვარი თაობებს სიყვარულს, სიკეთესა და ქართული სიტყვის მადლს აზიარებდა“-განთიადის საჯარო სკოლა პედაგოგ ქეთევან ღოღობერიძეს ემშვიდობება
20-08-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ქეთევან ღოღობერიძე გარდაიცვალა. 

ამაგდარი მასწავლებელი სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურას ასწავლიდა და არაერთი განათლებული და ღირსეული თაობა აღუზარდა ქვეყანას. მისი გარდაცვალება მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისია. კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან.

„მასწავლებელი, მოძღვართ-მოძღვარი, რომელიც თაობებს სიყვარულს, სიკეთესა და ქართული სიტყვის მადლს აზიარებდა, ჩვენი გულმოწყალე ქეთო მასწავლებელი დააკლდა სოფელს, სკოლასა და ოჯახს და იმერში დაივანა, დიდი ტკივილია სკოლისთვის, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.

„თუ სიცოცხლეში შეასრულე შენი მისია, მაშინ სიკვდილი უკვდავების დასაწყისია!“.

ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ ვუსამძიმრებთ ოჯახს, სკოლის პედაგოგებს, კურსდამთავრებულებსა და მოსწავლეებს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

„ეტალონის“ გუნდი უსამძიმრებს სკოლასა და ოჯახს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203