ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +39 გრადუსს გადააჭარბოს - გარემოს ერონული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
20-08-2024
გარემოს ერონული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს რომ 21-22 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +39 გრადუსს გადააჭარბოს.

„21 - 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203