„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებს ნაყოფიერად ატარებენ, ვითარდებიან, შეიმეცნებენ და ცოდნასა და შესაძლებლობებს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენენ.
ამჟამად, ახალგაზრდები დიდ ბრიტანეთში iWISE-ის საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებიან.
საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები, რომელიც GAHS&GAS-ის 48 მოსწავლისგან შედგება დიდ ბრიტანეთში iWISE-ის (International World Innovative Student Exspo) საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს შემდეგი მიმართულებებით:
მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია ლონდონის მახლობლად ქალაქ გილფორდში, მე-19 საუკუნეში დაარსებულ მაღალრეიტინგულ The University of Surrey-ში ტარდება.
„ტრადიციულად საუკეთესო შედეგების მოლოდინში ვართ და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები: