როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები
02-09-2024

აბიტურიენტებმა, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნულები და ჩაირიცხნენ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ახლა სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად და სწავლის უნივერსიტეტში გასაგრზელებლად რეგისტრაცია უნდა გაიარონ.  აღსანიშნავია, რომ თითოეულ უმაღლეს სასწავლებელს ინდივიდუალურად აქვს განსაზღვრული ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია, რომელტა გავლაც პირველკლურსელებისთვის სავალდებულია. გთავაზობთ, ძირითადი უნივერსიტეტების მიერ გამოქვეყნებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც რეგისტრაციის პროცესს გაგიმარტივებთ. 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 

ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებია - 5-16 სექტემბერი. აკადემიური რეგისტრაციის კი - 18-23 სექტემბერი.

პირველსემესტრელ სტუდენტთათვის სავალდებულოა:

დოკუმენტაციის წარმოდგენა  შესაბამის ფაკულტეტზე პირადი საქმის გასახსნელად;  ხელშეკრულების გაფორმება;
ანკეტის ელქტრონული ვერსიის შევსება (ანკეტა გააქტიურდება 5 სექტემბერს); 
ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა);
აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა).

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:

რეგისტრაციის ვადები: 2024 წლის 2-დან 16 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

რეგისტრაციის დროს წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის, სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
დ) 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
ე) სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – ცნობა, გაცემული შესაბამისი ორგანოდან.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

კავკასიის უნივერსიტეტი: 

რეგისტრაციის ვადები: 2 - 6 სექტემბერი10:00 – 17:00 A1 ოთახი (პირველი სართული); 7  სექტემბერი10:00 – 13:00 A1 ოთახი (პირველი სართული).

წარსადგენი დოკუმენტაცია:

სკოლის ატესტატი (ორიგინალი ან ნოტარიული ასლი);

სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის);
პირადობის მოწმობის 2 ასლი;
დაბადების მოწმობის 2 ასლი;
2 ფოტო–სურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც);
ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათი (შეგიძლიათ დაბეჭდოთ აბიტურიენტის პირადი გვერდიდან).

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

რეგისტრაციის ვადები: 2024 წლის 9 სექტემბრი - 19 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა),  10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

ბსუ-ში რეგისტრაციისათვის მატერიალური სახით წარსადგენი დოკუმენტები: 

ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) 2 ცალი ფოტოსურათი (3x4);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის);
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხევაში);
ვ) სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი;
ზ) არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში - დაბადების მოწმობა (თუკი მშობელი წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტებს, ხოლო სხვა კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა);
თ) ცნობა დასაქმების ადგილიდან - საქართველოს შეიარაღებულ ძალების სამხედრო მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი) შემთხვევაში, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს: აბიტურიენტის დაბადების მოწმობა - თუკი სამხედრო მოსამსახურის შვილია;  ქორწინების სარეგისტრაციო მოწმობა - თუკი სამხედრო მოსამსახურის მეუღლეა;
​ი) ერთიანი ეროვნული გამოცდების სრული შედეგები.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

რეგისტრაციის ვადები:  2024 წლის 5 სე­ქტე­მბრი­და­ნ 20 სე­ქტე­მბრი­ს ჩა­თვლი­თ

წარსადგენი დოკუმენტები: 

სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნა­თლე­ბის და­მა­და­სტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მე­ნტის (ა­ტე­სტა­ტი­სნო­ტა­რიუ­ლა­დ და­მო­წმე­ბუ­ლი ასლი­;
პი­რა­დო­ბის და­მა­და­სტუ­რე­ბე­ლი მო­წმო­ბის ასლი (დე­დნი­ს  წა­რმო­დგე­ნი­თ);
4 ცალი ფო­ტო­სუ­რა­თი 3 X 4 - ზე (ე­ლე­ქტრო­ნუ­ლი ვე­რსია CD-ზე­);
ვაჟებისათვის სა­მხე­დრო აღრი­ცხვა­ზე ყო­ფნის და­მა­და­სტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მე­ნტის ასლი­ (დედნის წარდგინებით);
სო­ცია­ლუ­რად დაუ­ცვე­ლი­სა და იძუ­ლე­ბით გა­დაა­დგი­ლე­ბუ­ლი პი­რის (დე­ვნი­ლი­სშე­მთხვე­ვა­ში შე­სა­ბა­მი­სი მო­წმო­ბე­ბის ქსე­როა­სლე­ბი­;
სსსმ ან შშმ სტატუსის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი:

რეგისტრაციის ვადები:  2024 წლის 2 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული რეგისტრაცია გააქტიურდება 2 სექტემბერს 11:00 საათზე. 

წარსადგენი დოკუმენტები: 

საშუალო სკოლის ატესტატი;
სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
ფოტოსურათი (3X4);
პირადობის მოწმობა;
სარეგისტრაციო საზღაურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი) - რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტ) ლარს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი: 

რეგისტრაციის ვადები: 2024 წლის 02 სექტემბრიდან 12 სექტემბრის 18:00 საათამდე, ელექტრონულად.

წარსადგენი დოკიმენტები:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი);
ფოტოსურათი 3×4;
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი – სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის;
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც განცხადებას და ხელშეკრულებას ხელს აწერს სწავლის მსურველის კანონიერი წარმომადგენელი, ასევე ასატვირთია: კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი), მეურვეობის/სხვ. დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, ასატვირთია პირის დაბადების მოწმობა და ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მშობლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დაბადების მოწმობის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი).

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

საქართველოს უნივერსიტეტი:

რეგისტრაციის ვადები: 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით.

ადმინისტრაციული რეგისტრაცია ჩატარდება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.

წარსადგენი დოკუმენტები:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;
სკოლის ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟების შემთხვევაში);
ფოტოსურათი (3X4);
სწავლის საფასურის მეათედი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

რეგისტრაციის ვადები: 3 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით 

წარსადგენი დოკუმენტაცია:

პირადობის მოწმობა (ასლი);
წვევამდელის მოწმობა (ასლი) ვაჟებისათვის;
საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ნოტარიალურად დამოწმებული ატესტატის ასლი);
თანხის გადახდის ქვითარი (ასლი);
სამი ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი: 

რეგისტრაციის ვადები: დაიწყება 2 სექტემბერს 17:00 საათიდან და დასრულდება 3 სექტემბერს 21:00 საათზე.

წარსადგები დოკუმენტები: 

პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
ელექტრონული სურათი (3/4);
სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (ვაჟებისთვის);
ინგლისურ ენაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სკოლის ატესტატი;
სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: 

რეგისტრაციის ვადები: დაიწყება 2024 წლის 2 სექტემბერს და გაგრძელდება 22 სექტემბრის ჩათვლით.

წარსადგენი დოკუმენტები: 

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის ან ID ბარათის) დედანი (უცხო ქვეყნის მოქალაქე - პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის დედანი);
ფოტოსურათი 3x4; სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი - სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის;
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი, სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
​არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, წარსადგენია პირის დაბადების მოწმობა და სავალდებულოა მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი: 

რეგისტრაციის ვადები:  2 დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 10:00 დან 18:00 საათამდე.

წარსადგენი დოკუმენტები: 

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან;
​დაფინანსების მოლოდინის შემთხვევაში (სოციალური, სამხედრო, მედალოსანი და სხვა) – შესაბამისი ცნობა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

თბილისის აგრარული უნივერსიტეტი: 

რეგისტრაციის ვადები: 6 სექტემბერს 13:00 და დასრულდება 7 სექტემბერს 18:00 საათზე. 

წარსადგენი დოკუმენტები: 

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან;
დაფინანსების მოლოდინის შემთხვევაში (სოციალური, სამხედრო, მედალოსანი და სხვა) – შესაბამისი ცნობა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203