„რეკომენდებულია, სხვადასხვა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლიდეს“ - რვა საგნობრივი ჯგუფი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
26-08-2024

მალე სასწავლო წელი დაიწყება. გთავაზობთ საგნების დაჯგუფების მთავარ პრინციპებს სარეკომენდაციო ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები ერთიანდება რვა საგნობრივ ჯგუფში:

ა) სახელმწიფო ენა;

ბ) მათემატიკა;

გ) უცხოური ენები;

დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები;

ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ვ) ტექნოლოგიები;

ზ) ესთეტიკური აღზრდა;

თ) სპორტი.

აღსანიშნავია, რომ საგნობრივი ჯგუფები აერთიანებს მომიჯნავე დისციპლინებს და ისწავლება სამივე საფეხურზე.

გასათვალისწინებელია, რომ დაწყებით საფეხურზე საგნებს შორის ინტეგრაციის ხარისხი გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე საბაზო და საშუალო საფეხურებზე, სადაც საგნები უფრო სპეციალიზებულად ისწავლება. რეკომენდებულია, დაწყებით საფეხურზე სხვადასხვა საგანს ერთი და იგივე მასწავლებელი ასწავლიდეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203