სკოლის დამთავრების მიუხედავად, დირექტორები კურსდამთავრებულთა აქტიურ მხარდამჭერებად რჩებიან, მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გულშემატკივრობენ და მათი წინსვლა განსაკუთრებულად ახარებთ.
Etaloni.ge-სთან საუბარში სკოლების ხელმძღვანელები ახალგაზრდებს წინსვლას უსურვებენ და წარმატებული მომავლისკენ მიმავალ გზას ულოცავენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაგეორარხის საჯარო სკოლის დირექტორი ფარმან გურბანოვი, რომელიც ახალგაზრდების თანამდგომი და მოკავშირეა, მომავალ თაობას წარმატებულ მომავალს უსურვებს და აღნიშნავს, რომ წელს დამიაგეორარხის საჯარო სკოლა 24-მა კურსდამთავრებულმა დაასრულა: „მოხარული ვარ, რომ წელს ჩვენი სკოლა წარმატებით დაამთავარა 24-მა კურსდამავრებულმა, აღსანიშნავია, რომ მათმა ნაწილმა გადაწყვიტა სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გაეგრძელებინა. ახალგაზრდებს წინსვლას ვუსურვებ და ვურჩევ, რომ მიზნების მისაღწევად, წარმატებული მომავლისთვის ენერგია არ დაიშურონ!“.
კურსდამთავრებულების დიდი გულშემატკივარია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზოს საჯარო სკოლის დირექტორი ფაიაზ ველიევიც: „წელს სკოლა 8 მეთორმეტეკლასელმა დაასრულა, მათ სწავლის გაგრძელება პროფესიულ კოლეჯებში გადაწყვიტეს, მიხარია, რომ ისინი არიან მოტივირებულები და აქვთ ინტერესები სხვადასხვა პროფესიისადმი. ძალიან კარგია, როცა პროფესიულ სასწავლებლებისადმი ინტერესი იზრდება ახალგაზრდებში“.
კურსდამთავრებულებს წარმატებულ მომავალს უსურვებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევიც: „წელს ჩვენი სკოლას 9 კურსდამთავრებული ჰყავდა, მათი ნაწილი სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში აპირებს, რაც ძალიან მახარებს“.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადინ ისმაილოვიც დიდი სიამაყით აღნიშნავს, რომ სკოლა ტრადიციას არ ღალატობს და წელსაც არაერთი წარმატებული კურსდამთავრებულით ხარობს: „წელს ჩვენი სკოლა 21-მა მეთორმეტეკლასელმა დაასრულა, მიხარია, რომ ახალგაზრდებს აქვთ ინტერესი, ამბიცია და მოტივაცია იმისა, რომ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ და სხვადსხვა პროფესიას დაეუფლონ. წელსაც, ტრადიციულად გვყავს ახალგაზრდები, რომლებმაც გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ასევე კურსდამთავრებულების ნაწილმა სწავლის გაგრძელება პროფესიულ სასწავლებელში ისურვა, რაც არანაკლებ საინტერესოა... თითოეულ მათგანს წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებ“.
„წელს 27 კურსდამთავრებული გვყავდა, ძალიან ნიჭიერი და ხალისიანი ახალგაზრდები, ზოგი მათგანი უნივერსიტეტებში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. მე მათ მხარს ვუჭერ, დიდ წარმატებას ვუსურვებ და მჯერა, რომ თითოეული მათგანი გაამართლებს მშობლიური სკოლის იმედებს“ - დიდი იმედებითა და სიხარულით აღნიშნავს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურტლარის საჯარო სკოლის დირექტორი გიულბაიაზ ბალაგოზოვა.
მცირე კონტინგენტიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლის დირექტორის - ანაიტ ლაგზიანისთვის კი, განსაკუთრებით საამაყოა, რომ მოსწავლეების სიმცირის მიუხედავად სკოლას მიზადასახული ახალგაზრდები ამთავრებენ: „მცირე კონტინგენტიანი სკოლა ვართ, თუმცა მიზანდასახული მოსწავლეები გვყავს, წელს ჩვენი სკოლა 4-მა ახალგაზრდამ დაასრულა, 3 კი სტუდენტობას ელის. მინდა, მათ დიდი წარმატება ვუსურვო, მჯერა, მათი და ვიმედოვნებ, რომ ისინი არჩეულ პროფესიებს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან“.
კურსდამთავრებულებს წარმატებას უსურვებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლის დირექტორი გარნიკ ტაშჩიანიც: „წელს ჩვენი სკოლა 8 კურსდამთავრებულმა დაასრულა, მინდა მათ წინსვლა და წარმატებული მომავალი ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი ღირსეული მოქალაქე და თავისი საქმის მცოდნე იქნება“
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლის დირექტორი რამინ გაჯიხალილოვი კურსდამთავრებულებს გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას უსურვებს: „წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩვენი 11 კურსდამთავრებული აბარებდა, მინდა მათ დიდი წარმატება ვუსურვო. ასევე, დიდი წარმატება მათ, ვინც ამჯერად სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებლებში არ ისურვა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი აუცილებლად აირჩევს საქმეს, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება“.
„წელს ჩვენი სკოლა 17-მა ახალგაზრდამ დაასრულა, მათმა ნაწილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და მალე სტუდენტურ ცხოვრებას ეზიარება. მიხარია, რომ ყოველ წელს გვყავს წარმატებული კურსდამთავრებულები“, - აღნიშნავს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო სკოლა დირექტორის დირექტორი გუმბატ გუსეინოვი და ახალგაზრდებს წარმატებულ მომავალს უსურვებს.