2024 წლის 21 აგვისტოდან - 27 აგვისტოს ჩათვლით ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას, თემაზე: „შუალედური შეფასების ორგანიზება“ მიმდინარე წლის მეორე თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების გამოვლენის მიზნით.
მასპინძლობის მსურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების განაცხადების მიღება იწარმოებს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: peer.visit@eqe.ge. მასპინძლობის მსურველმა დაწესებულებამ უნდა გამოაგზავნოს თანამშრომლობითი ვიზიტების მეთოდოლოგიის - დანართი N1-ით გათვალისწინებული სრულყოფილად შევსებული ფორმა, რომელშიც დაწესებულებამ საკუთარი გამოცდილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის მეორე თანამშრომლობითი ვიზიტისთვის შერჩეულ თემასთან დაკავშირებით უნდა დააკონკრეტოს მისთვის საინტერესო 2-3 კითხვა/ საკითხი.
მასპინძლობის მსურველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების განაცხადების მიღების დასრულების შემდგომ, დაწესებულებებს საშუალება ექნებათ, ცენტრის ვებ-გვერდზე, 5 სამუშაო დღის ვადაში, ხმის მიცემის პროცედურით შეარჩიონ მეორე თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულება.