ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურისა და რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლების პროექტებმა ქართული კომპანიის მხარდაჭერა და დაფინანსება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სკოლა-ბიზნეს ფორუმში მონაწილეობდნენ, სადაც საკუთარი პროექტები წარმატებით წარადგინეს.
ქართულმა ბიზნესმა FRIXX-მა ქვემო ქართლში გამართულ ბიზნესფორუმზე 2 პროექტი დააფინანსა.
სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპანიის მხარდაჭერით შეიძინეს აუდიო აპარატურა, რაც მათ მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენებისთვის ესაჭიროებოდათ.
სოფელ შულავერის N1-მა საჯარო სკოლამ კი, „ფრიქსის“ დაფინანსებით, სპორტული ინვენტარი შეისყიდა. შედეგად, სკოლაში რეგულარულად იმართება მინი ფეხბურთის, ფრენბურთის, და სხვა სპორტული ტურნირები.