მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ მოსწავლეებ ხარისხიანი განათლება მისცენ და განუვითარონ უნარები, რომელითაც კონკურენულ გარემოში თავის დამკვიდრებას შეაძლებინებს მათ.
დირექტორის აზადა მურადოვას მიერ etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციით, წელს ალგეთის N2 საჯარო სკოლის 7 მეთორმეტეკლასელი გავიდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მათ წარმატებით ჩააბარეს გამოცდები და ახლა სტუდენტობისთვის ემზადებიან.
ალგეთის N2 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მცირეკონტიგენტიანია, რაც პედაგოგებს იმის საშუალებას აძლევს რომ თითოულ მოსწავლესთან ხარისხიანად იმუშაონ, ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით მიუდგნენ და ხარისხიანი ზოგადი განათლება მისცენ. აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები ყოველ წელს წარმატებიტ აბარებენ ერთიან გამოცდებს და ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებელში რაც სიამაყით ავსებს როგორც სკოლის ხელმძღვანელობას ისე ახალგაზრდების პედაგოგებს.
სკოლის დირექტორი აზადა მურადოვა წლევანდელ კურსდამთავრებულებს წარმატებებს უსურვებს და იმედოვნებს რომ მისი მოსწავლეები შეძლებენ ღირსებულ, პროფესიონალ პიროვნებებად ჩამოყალიბებას, რომლებიც ასახელებენ არა მხოლოდ სკოლას არამედ მათ სამშობლოსაც.