ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება
23-08-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალხოს საჯარო სკოლა 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყებად ემზადება. როგორც  სკოლის ხელმძღვანელი აშოტ კირაკოსიანი გვეუბნება. მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში პირველკლასელებს ელოდებიან, რომლებისთვისაც საზეიმო ღონიძიება სწავლის პირველ დღეს გაიმართება.

„სექტემბერში 6 უსაყვარლესი მოსწავლე შემოაბიჯებს ჩვენი სკოლის კედლებში და იმედი გვაქვს, ისინიც ისივე შეიყვარებენ ჩვენს სკოლასა და მასწავლებელბს, როგორც ჩვენ შევიყვარებთ მათ“ - აღნიშნა აშოტ კირაკოსიანმა.

როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება, კვალიფიციური პედაგოგების  მხარდაჭერით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვა ისეთი რთული აღარ არის. ერთ გუნდად შეკრული კოლექტივი მუდმივად მზად არის გაუმკავლდეს ახალ გამოწვევებს და მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ განათლებული, ღირსეული თაობა აღზარდონ. 

ბალხოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელი აშოტ კირაკოსიანი იმასაც აღნიშნავს, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია და სულ 45 მოსწავლისა და 13 პედაგოგია. თუმცა თითოეული მათგანი საქმის პროფესიონალია.

12 მასწავლებელს  უკვე დიდი ხანია სტატუსი აქვს, კიდევ ერთი პედაგოგი კი წელს გავიდა საგნის გამოცდაზე და ახლა შედეგის მოლოდინშია, თუმცა სკოლაში დარწმუნებულები არიან, რომ მან წარმატებით გაართვა თავი გამოცდას და შედეგების გამოცხადების შემდგომ სკოლის  ყველა პედაგოგი სტატუსიანი იქნება.

რაც შეეხება მოსწავლეებს, როგორც უკვე ავღნიშნეთ, სკოლაში სულ 45 ბავშვი სწავლობს ეს კი პედაგოგებს აძლევს საშუალებას, რომ თითოულ მოსწავლეს მეტი დრო დაუთონ, დაინახონ მათი საჭიროებები და ინდივიდუალური მიდგომებით შეძლონ წარმატებულ ახალგაზრდებად გაზარდნ ისინი, რომელიც შეძლებენ მათთვის სასურველ პროფესიაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203