მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლა 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყებად ემზადება. როგორც სკოლის დირექტორი დოლხან ალიევი გვეუბნება. მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში 5 პირველკლასელს ელოდებიან, რომლებისთვისაც საზეიმო ღონიძიება სწავლის პირველ დღეს გაიმართება.
„მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, სულ 68 მოსწავლე გვყავს, შესაბამისად ახლაც არ ველოდებით ბევრ ახალ მოსწავლეს. მომავალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში 5 მოსწავლე გვეყოლება. ძალიან გვიხარია და ყოველ წელს მოუთმენლად ველით ჩვენს პირველკასელებთან შეხვედრას“, - გვეუბნება დოლხან ალიევი.
სკოლის დირექტორი გვეუბნება, კვალიფიციური პედაგოგების მხარდაჭერით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვა ისეთი რთული აღარ არის. ერთ გუნდად შეკრული კოლექტივი მუდმივად მზად არის გაუმკავლდეს ახალ გამოწვევებს და მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ განათლებული, ღირსეული თაობა აღზარდონ. დოლხან ალიევის თქმით, სკოლაში 19 მასწავლებელი ასწავლის.