მანდატურის სამსახურის მიერ სოციალური მუშაკის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განცახდის გაკეთება 30 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ, უწყება საქართველოს მასშტაბით 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე - http://mandaturi.gov.ge
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი;
სოციალური მუშაკის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს აგრეთვე: აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც მიღებული აქვს სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტი ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტი და ასევე, პირი, რომელსაც დასრულებული აქვს არანაკლებ 45 კრედიტისგან შემდგარი სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა და აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში ან არის იმავე სფეროში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი; სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალური მუშაკის შესარჩევ კონკურსს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:
თბილისისა და მცხეთა მთიანეთის ცენტრი:
ქ. თბილისი - 5 ვაკანსია;
კახეთის ცენტრი:
ქ. თელავი - 1 ვაკანსია;
ქ. ყვარელი - 1 ვაკანსია;
ქ. ლაგოდეხი - 1 ვაკანსია;
ქ. საგარეჯო - 1 ვაკანსია;
ქ. დედოფლისწყარო - 1 ვაკანსია;
შიდა ქართლის ცენტრი:
ქ. გორი - 1 ვაკანსია;
ქ. კასპი - 1 ვაკანსია;
ქვემო ქართლის ცენტრი:
ქ. რუსთავი - 1 ვაკანსია;
ქ. გარდაბანი - 1 ვაკანსია;
ქ. მარნეული - 1 ვაკანსია;
ქ. ბოლნისი - 1 ვაკანსია;
სამცხე-ჯავახეთის ცენტრი:
ქ. ნინოწმინდა -1 ვაკანსია;
ქ. ახალქალაქი - 1 ვაკანსია;
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:
ქ. ზუგდიდი - 1 ვაკანსია;
ქ. ფოთი - 1 ვაკანსია;
ქ. სენაკი - 1 ვაკანსია;
აჭარისა და გურიის ცენტრი:
ქ. ბათუმი - 1 ვაკანსია;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 1 ვაკანსია;
ქ. ქობულეთი - 1 ვაკანსია;
ქ. ჩოხატაური - 1 ვაკანსია;
ქ. ლანჩხუთი - 1 ვაკანსია.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:
ქ. ქუთაისი - 1 ვაკანსია;
ქ. სამტრედია - 1 ვაკანსია;
ქ. ზესტაფონი - 1 ვაკანსია;
ქ. თერჯოლა - 1 ვაკანსია;
ქ. ბაღდათი -1 ვაკანსია;
ქ. ტყიბული - 1 ვაკანსია;
ქ. ჭიათურა - 1 ვაკანსია;
ქ. საჩხერე - 1 ვაკანსია;
ქ. ონი - 1 ვაკანსია;
ქ. ცაგერი - 1 ვაკანსია.