ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებას აღნიშნავენ.
არტიომ ეღოიანი, ელიზვეტა კირაკოსიანი, ალიონა დავითიანი და ლამარა ავაქიანი სწავლას სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ, ვაჩაგან მელქონიანმა კი ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და საბოლოო ჩარიცხვების მოლოდინშია.
სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ, იმედოვნებენ რომ სასურველ პროფესიებს წარმატებით დაეუფლებიან და სკოლას სიამაყის საფუძველს არაერთხელ მისცემენ.