საბავშვო ბაღებში პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტი შემუშავდა - განხილვა 4 სექტემბერსაა ჩანიშნული
28-08-2024
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში შემუშავდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში პერსონალის მართვის მარეგულირებელი მეთოდოლოგია.

აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვა დისტანციური ფორმით დაგეგმილია 2024 წლის 04 სექტემბერს 11:00 საათზე.

დოკუმენტის დახვეწის მიზნით, ცენტრში შესაბამისი წინადადებების წარდგენა შეგიძლიათ 04 სექტემბრის 18:00 საათამდე, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ecec@eqe.ge

დისტანციური ფორმით დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს:

Meeting ID: 896 0353 5054
Passcode: 1234
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203