თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი 2024-2025 სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს დაიწყება.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, წელს სამი ახალი და ორი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნება და ჯამში, თბილისში 190 სკოლამდელი დაწესებულება იფუნქციონირებს.
მისივე თქმით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.