ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებმა საერთაშორისო მასშტაბით ასახელეს.
GAHS&GAS-ის მოსწავლეებმა ბრწყინვალე წარმატება IWISE-ის კონფერენციაზე მოიპოვეს.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა დიდ ბრიტანეთში IWISE -ის (World Innovative Student Expo) საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მათემატიკის, STEM, Talent და ART კატეგორიაში დაიმსახურეს.
საერთაშორისო ასპარეზზე ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები კრეატიულობით გამოირჩეოდნენ და მედლების შთამბეჭდავი რაოდენობა მოიპოვეს:
ოქროს მედალოსნები და კატეგორიები:
ვერცხლის მედალოსნები:
ბრინჯაოს მედალოსნები:
განსაკუთრებით აღსანიშნავია ფულადი პრიზი (£ 450 ) რომელიც გიორგი მამალაძეს არქიტექტურული ინოვაციური ნამუშევრის შესრულებისთვის ოქროს მედალთან ერთად გადაეცა.
GAS-ისა და GAHS-ის გუნდებს ხელმძღვანელობენ ლიდერები - მამუკა მესხიშვილი, ირმა მესხიშვილი, გვანცა გახოკიძე, ქეთევან გიორგაძე და ქრისტინე ცხადაია.
სკოლაში მოსწავლეთა კრეატიულობა, მონდომება და მიზანსწრაფულობა ახარებთ და აღნიშნავენ, რომ ეს მიღწევები სწორედ მათ თავდადებას და შრომისმოყვარეობას ასახავს.
„IWISE -ის კონფერენცია ყოველწლიურად გაიმართება დიდ ბრიტანეთში, ხოლო ჩვენი სკოლები საქართველოში მათი ოფიციალური პარტნიორები არიან, რაც გულისხმობს საქართველოს სახელით ყოველწლიურ ასპარეზობას. ვულოცავთ GAHS & GAS--ის მოსწავლეებს ღირსეულ გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: