„საუკეთესო შედეგები! გილოცავთ ბავშვებო, მშობლებო, ძვირფასო მასწავლებლებო“! - ლემშვენიერას საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა მიღწევებით ხარობენ
27-08-2024

დღეს, 27 აგვისტოს, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში 2024 წლის კურსდამთავრებულთა მიღწევების დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ. 

აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამასთან ორმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა, ერთი კი უმაღლეს სასწავლებელში სწავლას 50%-იანი დაფინანსებით გააგრძელებს. 

სკოლაში კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ. 

ლემშვენიერას საჯარო სკოლა ზეიმობს წლევანდელი კურსდამთავრებულების შედეგებით:

ორი 100%-იანი (ელენე შუკვანი და მარიამ ნიჟარაძე) და ერთი 50%-იანი გრანტი (მარიამ ჭეიშვილი) და 19 სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში! საუკეთესო შედეგები!

გილოცავთ ბავშვებო, მშობლებო და ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო! ჩვენ გვიყვარს ლემშვენიერას საჯარო სკოლა!“, - ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203