ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის 90 კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებელში სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა
29-08-2024

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს ტრადიციულად ბრწყინვალე შედეგები აქვთ. 

სკოლიდან სახელმწიფო გრანტი 90-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 29 კურსდამთავრებულმა, 70%-იანი - 29-მ, 50%-იანი გრანტი კი  -  32-მა აბიტურიენტმა დაიმსახურა. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ, მათ სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს კურსდaმთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და ვუსურვებთ ბედნიერ სტუდენტობას და წარმატებულ მომავალს. თითოეული ჩვენი მოსწავლის წარმატება ჩვენი წარმატებაა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203