ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მიღწევებით ხარობენ.
სკოლის აბიტურიენტებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ და სასურველ პროფესიებს დაეუფლებიან.
სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ.
„განთიადის საჯარო სკოლის ყველა კურსდამთავრებულს ვულოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. წარმატებულ, ნაყოფიერ და ბედნიერ სტუდენტურ წლებს გისურვებთ“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ წერილში.
შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. წელს საქართველოს მასშტაბით სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.