ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლაში, სადაც კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, აღზრდილთა წარმატება ახარებთ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს - ნიკა მეტონიძეს, ლუკა ლუხუტაშვილსა და გიორგი ჭარბაძეს გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნიკა მეტონიძემ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 50%- იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
„ხვანჭკარის საჯარო სკოლა ულოცავს ყველა პირველკურსელს, განსაკუთრებით ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს - ნიკა მეტონიძეს, ლუკა ლუხუტაშვილსა და გიორგი ჭარბაძეს და წარმატებულ მომავალს უსურვებს მათ.
ბედნიერ და საინტერესო სტუდენტობას გისურვებთ ჩვენო საამაყო ბიჭებო“,- აღნიშნავენ სკოლაში.