ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლაში, სადაც აბიტურიენტებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, აღზრდილთა შედეგები ახარებთ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ.
„ქართულ- ევროპული სკოლა „ორნატი“ დიდი სიხარულით ულოცავს 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას, სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ დღეს 8 ბედნიერი სტუდენტი გვყავს:
1.მარიამ სხილაძე - თბილისის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანუტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტი;
2.გიგა ხვედელიძე- თბილისის ივანე
ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
3.მარიამ გოგიტაშვილი - ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია;
4.გიორგი გაჩეჩილაძე - ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი-სამართალი;
5. თაზო გველესიანი -ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება;
6. მარიამ ხარაიშვილი- სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი;
7. ბარბარე ლელაძე - ქუთაისის აკაკი
წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ქართული ფილოლოგია;
8. ნუგზარ ფერაძე - ქუთაისის აკაკი
წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება.
მადლობა მათ, რომ ასახელეს მშობლიური სკოლა, მადლობა მათ პედაგოგებს, რომელთა თავდაუზოგავი მუშაობით მოსწავლეები სტუდენტობის ბედნიერებას ეზიარნენ. ვუსურვებთ ყველა მათგანს სტუდენტობის ლამაზ წლებს და პროფესიულ წარმატებას.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი თავიანთი პროფესიონალიზმით ღირსეულად ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში და კიდევ მრავალჯერ ასახელებენ ჩვენს სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.