ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო კინოხელოვნებისადმი მოსწავლეთა დამოკიდებულების ფორმირებას და დოკუმენტური ფილმებით მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას.
პროექტ CineDoC School-ის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტური ფილმების კლუბი - „რადიუმი“ ბუგეულის საჯარო სკოლაში მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა.
კლუბის წევრები გაეცნენ სხვადასხვა თემატიკის დოკუმენტურ ფილმებს. ასრულებდნენ შესაბამის აქტივობებს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კინოკლუბში მუშაობით გაიზარდა მათი ინტერესი დოკუმენტური ფილმების მიმართ. ისწავლეს თავიანთი თანატოლების სიხარულისა და პრობლემების გაზიარება. განუვითარდათ საკომუნიკაციო უნარები როგორიც არის - საკუთარი აზრის გამოხატვისა და თანატოლებთან ურთიერთობის უნარი. ასევე გაუჩნდათ ზრდასრულობის განცდა.
„კვლავაც ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებთ კინოკლუბ „რადიუმს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალი სასწავლო წლის დაწყებას დიდი შემართებით ელოდებიან.