ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.
თელავის N5 საჯარო სკოლაში, სადაც კურსდამთავრებულებს აქტიურად გულშემატკივრობდნენ, ახალგაზრდების მიღწევებით ხარობენ.
სკოლის 13 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა, ამასთან, 4-მა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას და სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
„თელავის N5 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ქალბატონ თინათინს, მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს, მშობლებს და მათ მასწავლებლებს მოსწავლეთა წარმატებას.
13 მოსწავლე გახდა სტუდენტი, 4-მა მოსწავლემ კი 50%-იანი გრანტი მოიპოვა.
1.ნინი შოშიაშვილი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართალის ფაკულტეტი - 50%-იანი გრანტი;
2. ანანო ხუციშვილი - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი;
3. ანა ხუტუაშვილი - ილიას უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი;
4.ანა სულიაშვილი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ტურიზმის ფაკულტეტი;
5. ანა ნიკოლოზიშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტი;
6. ანა სვანიძე - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი;
7.ლიზი გოჩიაშვილი - ილიას უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი;
8. ვაკო ყვარელაშვილი - თელავის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი;
9. ირაკლი თანდილაშვილი - თბილისის კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი ფაკულტეტი - 50%- იანი გრანტი;
10. შოთა ჩაველაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი;
11.იაკობი მერეუცა - თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ფაკულტეტი;
12. გიორგი ძებისაშვილი - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიების ფაკულტეტი;
13. სანდრო ზაალიშვილი - თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი, 50% - გრანტი“, - გვიზიარებენ კურსდამთავრებულთა შედეგებს სკოლაში და ახალგაზრდებს ნათელ მომავალს უსურვებენ.