ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მიღწევებით ხარობენ.
სკოლის ცხრავე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. ამასთან ორმა 100-იანი გრანტი, ერთმა კი 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ.
„ერთი გამორჩეული და ლამაზი დღეა ჩვენი სკოლის ისტორიაში. დღე, რომელიც თქვენ შექმენით ჩვენო ნიჭიერო და მიზანდასახულო კურსდამთავრებულებო.
ცხრა აბიტურიენტიდან, ცხრა სტუდენტი, ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების....
მათ შორის,
1) თავისუფალი უნივერსიტეტი -100% გრანტით მეცნიერებაში წასული, მომავალი ფიზიკოსი ირაკლი კვერღელიძე,
2) 100% გრანტით, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობით ჩარიცხული ლიზი არობელიძე,
3) 50% გრანტით, ისევ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გვანცა კარპოვა,
4) ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გეოგრაფია/გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, გურამ კირკიტაძე,
5) კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი - ნია ჯანელიძე,
6) თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი - გიორგი კვერღელიძე, კაცი ხელოვანი,
7) სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი - ნატალია როყვა, მომავალი ფსიქოლოგი,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი- ელენე ტუღუში, მომავალი პედაგოგი და ასევე
9) ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი - შორენა ხელაძე, (გოგონა, განსაკუთრებული ფენომენი)
არა, ეს წარმატება ცოტა ნამდვილად არ არის და ამადაც, მინდა, სიყვარულით მოგილოცოთ, უპირველესად თქვენ, ჩემო სტუდენტებო, თქვენს უნიჭიერეს პედაგოგებს, თქვენს ოჯახებს, სოფელ ოზურგეთის თემს და სრულიად ქვეყანას, რამეთუ, თითქმის ყველა სფეროში, ღირსეული ცვლა ხართ ერისა.
დღეს, განსაკუთრებით ამაყია თქვენი სკოლა თქვენით, გლოცავთ, გილოცავთ და გეფერებით!
ბედნიერი სტუდენტობა, წინსვლა და წარმატებები, თქვენ!“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ წერილში.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000 -ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.