ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. წელს საქართველოს მასშტაბით სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.
უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებულები.
ტატო ბარნაბიშვილი - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე 100%-იანი გრანტით გააგრძელებს სწავლას.
ლუკა ფირცხელანი - თსუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სასწავლო პროგრამაზე ჩაირიცხა.
მარიამ კოჭლამაზაშვილი ბიზნესის ადმინისტრირებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლება.
გიორგი გოგოსაშვილი ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლის.
ნიკოლოზ უსუფაშვილი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ჩაირიცხა სასწავლო პროგრამაზე - ბიონანოკერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები და ექსპერტიზა.
სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„გილოცავთ, სტუდენტობას და გვჯერა, რომ თქვენი თაობის მონდომება, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. წინ ახალი გამარჯვებებისკენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.