გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლაში წლევანდელი აბიტურიენტების მიღწევებით ხარობენ. კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
სასკოლო საზოგადოება თითოეულ აბიტურიენტს ამ დიდ მიღწევას ულოცავს და მომავალში კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.
„ჩვენო საამაყო ბავშვებო, აწ უკვე სტუდენტებო გილოცავთ სტუდენტობას, წარმატებით გევლოთ მთელი ცხოვრება.
ყველა დასახული მიზანი 100%-ით აგსრულებოდეთ. გვეამაყებით! თქვენ ხართ ჩვენი სოფლის მომავალი და საამაყო ახალგაზრდობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს მასშტაბით სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.