კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. ამის მაგალითია ისიც, რომ სკოლა სხვადასხვა პროექტში აქტიურად ერთვება. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არდადეგებია, მოსწავლეები შემეცნებას არ წყვეტენ. ისინი საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ, საიდანაც აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წლის ზაფხულში, საჩხერის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა „ჯარის ბანაკი“. პროექტში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები: მათე ხოდელი და გიორგი მილაძე მონაწილეობდნენ.
ბანაკიდან დაბრუნებული მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ჯარის ბანაკში გატარებული ერთი კვირა ძალიან საინტერესო, სასწავლო და სახალისო აქტივობებით იყო დატვითული.
„დღის რეჟიმი გვქონდა განსაზღვრული, ვიცხოვრეთ ჯარისკაცის ცხოვრებით. ვისროდით ტირში, ვშლიდით იარაღს და ვაწყობდით, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა დაშავებული ამხანაგისთვის, კლდეზე ვცოცავდით, წინაღობებზე სირბილი, ვარჯიშობდით, გვიტარდებოდა გაკვეთილი-ლექციები. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ჯგუფის ხელმძღვანელებს.
ვურჩევთ სხვა მოსწავლეებს წავიდნენ „ჯარის ბანაკში“ ვისაც ჯარის ცხოვრება აინტერესებთ“, - აღნიშნავენ მოსწავლეები.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: