ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლა სიამაყით გვიზიარებს კურსდამთავრებულების წარმატებას, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სწავლას სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ.
თამაზ დალალიშვილი სწავლას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გააგრძლებს, ამბაკო გოგნაძე კი სოხუმის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, პროგრამა - ისტორია გახლავთ.
„სტუდენტობას ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს!
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საამაყო მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ასპარეზზე. ბავშვებო, თქვენთვის ახლა იწყება ძალიან საინტერესო ეტაპი, როდესაც გაივლით სტუდენტობის ბედნიერ წლებს და პროფესიული გზაზე სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამთ ნაყოფიერი ყოფილიყოს ეს ოთხი წელი თქვენთვის ჩვენ კი, თქვენს მშობლიურ სკოლას, მუდამ გვეამაყოს თქვენი მიღწევებით“, - ასე ულოცავს სასკოლო საზოგადოება ახალგაზრდებს სტუდენტობას და მათ წინსვლას უსურვებს.