ბოლნისის N1 სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს - ათი აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში დაფინანსებით ისწავლის
29-08-2024

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამასთან ათმა აბიტუტირნტმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

ნია ბერძენაძე - ივ.ჯავახშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერება, 100%-იანი გრანტი;

ირმა კაპანაძე - ივ.ჯავახშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერება, 70%-იანი გრანტი;

აბო სულწაძე - ივ.ჯავახშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალი, 70%-იანი გრანტი;

მარიამ სელიმაშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ციფრული მარკეტინგი, 70%-იანი გრანტი;

უჩა დარსალია - ივ.ჯავახშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკა, 50%-იანი გრანტი;

თემო ბაღაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურა, 50%-იანი გრანტი;

ნინი გორგოძე - ევროპის უნივერსიტეტი, დიპლომირებული მედიკოსი, 50%-იანი გრანტი;

გიორგი შაკიაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერება, 50%-იანი გრანტი;

ლიზი ტატიშვილი - ივ.ჯავახშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია, 50%-იანი გრანტი;

ნინო ჩაჩანიძე - გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისრირება, 50%-იანი გრანტი.

სკოლაში კურსდამთავრებულთა მიღწევები ახარებთ, ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვევალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის ყველა აბიტურიენტს ვულოცავთ სტუდენტობას! წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტობას ვუსურვებთ მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203