მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლიდან 5 კურსდამთავრებული აბარებდა გამოცდებს. მათგან ოთხმა აბიტურიენტმა: მარია დავითიანმა, სურენ დავითიანმა, ნერსეს ჰოვანესიანმა და ანჟელა სირადრღიანი სასურველ უნივერსიტეტებში 100%-იანი გრანტი მოიპოვეს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ 5 აბიტურიენტიდან 4 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერთი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის.
თითოეულ მათგანს სკოლაში ამ დიდ წარმატებას ულოცავენ დ მომავალში წინსვლას უსურვებენ.
„გილოცავთ, ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა თქვენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს მასშტაბით 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.