მარნეულის N5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
წელს სტუდენტი სკოლის 40 კურსდამთავრებული გახდა. ამასთან ორმა კურსდამთავრებულმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. მარიამ მურადასილოვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლას 100%-იანი გრანტით გააგრძელებს, ნიკოლოზ ჩერპანოვს კი უნივერსიტეტში სწავლა 50%-ით დაუფინანსდება.
სკოლაში კურსდამთავრებულთა მიღწევები ახარებთ და მათ ნათელ მომავალს უსურვებენ.
„ჩემო ძვირფასებო, ყველას გილოცავთ მნიშვნელოვან წარმატებას თქვენს ცხოვრებაში. გისურვებთ წინსვლას ამ დიდ გზაზე“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გახდა.