„ვამაყობთ თქვენით!“ - ნიჩბისის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ 
29-08-2024

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლაში, სადაც კურსდამთავრებულებს აქტიურად გულშემატკივრობდნენ, ახალგაზრდების წარმატებით ამაყობენ.

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

1. ლიკა მერებაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

2. მარიამ მერებაშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

3. ხატია ლომოური - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

4.მარიამ მაკარაშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

5.თამაზ მაკარაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

6.თამარ კანდელაკი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

7.მარიამ კენჩხაძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;

8.ილია კანდელაკი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;

9.გიორგი პაპაშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

10.ვაჟა პაპიაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ. 

„ყველა აბიტურიენტს, განსაკუთრებით კი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, უკვე სტუდენტებს, გილოცავთ ცხოვრების გზაზე გადადგმულ პირველ წარმატებულ ნაბიჯს, რომელიც თქვენი განვლილი გზის ერთგვარი შეჯამება და მომავლის საფუძველია. გისურვებთ წარმატებებს, რაც ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის საფუძველი იქნება! ვამაყობთ თქვენით!“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203