ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. მათ შორის არიან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლაში, სადაც აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ, მათი წარმატება ახარებთ და ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
„ძველი ანაგის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები ვულოცავთ სალომე ღვედაშვილს, ნინო მჭედლიშვილს, ზურა ჯანიბეგაშვილს, გიგა მჭედლიშვილს, თათია გაბიდაურსა და მარიამ ღვედაშვილს სტუდენტობას და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ თოთოეულ მათგანს ჩვენი სკოლის, სოფლის და ქვეყნის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში, კურსდამთავრებულებს ნათელ მომავალს უსურვებენ და მათ აქტიურ მხარდამჭერებად რჩებიან.