ქალაქ აბაშის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ.
მათ შორის შვიდმა აბიტურიენტმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. ამრიგად, სკოლის ერთი კურსდამთავრებული უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ისწავლის, 5 აბიტურიენტს უმაღლესი განათლება 70%-ით დაუფინანსდება, ერთმა კი 50%-იანი გრანტი დაიმსახურა.
სკოლაში კურსდამთავრებულთა მიღწევებით ხარობენ, ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავ სტუდენტობას. წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ!წინ უფრო მეტი წარმატებისკენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.