ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლა დიდი სიხარულითა და სიამაყით გვიზიარებს 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა შედეგებს, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამასთან, ხუთმა აბიტურიენტმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ.
„უდიდესი სიხარულითა და სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენს 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს, ახლა უკვე სტუდენტებს და მათ მიერ მოპოვებულ გრანტებს
მაშ ასე:
100%-იანი გრანტი დაიმსახურა:
1. თათა ქრისტესიაშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
50% -იანი გრანტი მოიპოვეს:
1. ნია რობანიშვილი - შავი ზღვის უნივერსიტეტი;
2. ნინი გუგუტიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ);
3. ზურაბ გუგუტიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ);
4. მაია გვიმრაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი ყველა კურსდამთავრებული, (რომლებიც აბარებდნენ გამოცდებს) გახდა სტუდენტი.
გილოცავთ, ჩვენო ძვირფასებო! ბედნიერ, საინტერესო და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.