თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლაში, სადაც კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავენ და მათ შედეგებს სიხარულით გვიზიარებენ:
ნინელი წელაური ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას;
ჟანა ჩიკვაიძე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიას დაეუფლება;
ანანო ხუცურაული ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ინგლისურ ფილოლოგიაზე ჩაირიცხა;
ნინო წვეროშვილი გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოლოგიის მიმართულებაზე ისწავლის.
„ლაფანყურის საჯარო სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და უნივერსიტეტებში, სასურველ ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელებას.
წინსვლას და წარმატებას გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე, ბავშვებო!“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.