კეხიჯვარის საჯარო სკოლისა და პედაგოგ ჟულეტა დევრისაშვილის წარმატება საერთაშორისო პროექტში
30-08-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან და წარმატებას აღწევენ. ამ მხრივ განსაკუთრებული იყო 2023-2024 სასწავლო წელიც. 

ახლახან, კი კეხიჯვარის საჯარო სკოლამ და პედაგოგმა ჟულეტა დევრისაშვილმა eTwinning -ში განხორციელებული პროექტისთვის - Little Explorers ეროვნული ხარისხის ნიშანი დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ პროექტის დამფუძნებელი პედაგოგი ნინო კანდელაკი გახლავთ. 

პროექტში, რომელიც, როგორც ჟულეტა დევრისაშვილი გვეუბნება, აქტუალობით გამოირჩეოდა, მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც აქტივობებს წარმატებით გაართვეს თავი ბევრი ახალი შეიმეცნეს და ცოდნა გაიმდიდრეს

„ეს პროექტი, ნამდვილად გამორჩეული და საუკეთესო იყო თავისი აქტივობებით და აქტუალობით, ამისათვის დიდი მადლობა ნინო კანდელაკს, Sevinç Kılıç-სა და პროექტში მონაწილე თითოეულ მასწავლებელსა და მოსწავლეს. 

ვულოცავ ჩემს სკოლას, მადლობა სკოლის ადმინისტრაციას მხარში დგომისთვის და ჩემს საუკეთესო მე-7 კლასის მოსწავლეებს, მადლობა მათ მშობლებს მხარდაჭერისთვის. ველოდებით ახლა უკვე ევროპულ აღიარებას. მადლობა, ხატია მატკავას მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი და პროქტის წარმატება ახარებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203