თელავის N6 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
30-08-2024

თელავის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

თათია ბეკურაშვილი, მარიამ მარგალიტაშვილი, ბაჩანა კასრაძე, ნინი მამაცაშვილი, ანი ზუროშვილი, გიგი ახპატელი, ლიზი მასტოიანი, ელენე ხარაძე, გიორგი ხარაძე და გიორგი ბაქრაძე მათთვის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ და სასურველ პროფესიებს დაეუფლებიან. მათ შორის ნაწილმა 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლაში კურსდამთავრებულებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ, ახარებთ მათი წარმატება და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას უსურვებენ.

„თელავის N6 საჯარო სკოლა ულოცავს ყველა აბიტურიენტს, განსაკუთრებით ჩვენს კურსდამთავრებულებს სტუდენტობას!  წარმატებას და ბედნიერ სტუდენტობას გისურვებთ! მრავალი წარმატება მოგველოცოს მომავალშიც!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203