ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მთელი საგამოცდო პერიოდი გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, ახლა კი ახარებთ, რომ მათი შრომა დაფასდა და ყველა კურსდამთავრებული სწავლას უნივერსიტეტში გააგრძელებს.
სკოლაში კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ულოცავენ.
„ძვირფასო ბებნისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებო, ჩვენო უსაყვარლესო ბავშვებო, გილოცავთ ცხოვრების გზაზე გადადგმულ პირველ წარმატებულ ნაბიჯს, რომელიც თქვენი განვლილი გზის ერთგვარი შეჯამება და მომავლის საფუძველია. გისურვებთ წარმატებებს, რაც ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის წარმატებული მომავლის საფუძველი იქნება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის ყველა აბიტურიენტი ჩაირიცხა საქართველოს სხვადასხვა წამყვან უმაღლეს სასწავლებელში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.
იხილეთ ფოტოები: