ხაშურის N7 საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მიღწეული შედეგებით ხარობენ.
კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. სკოლაში ამაყობენ, რომ როგორც მასწავლებელთა ისე აბიტურიენტთა შრომამ ნაყოფი გამოიღო, ახალგაზრდები არჩეულ პროფესიებს დაუფლებიან, მათგან არაერთს კი სწავლა დაუფინანსდება.
ნინო ახალკაცი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას;
ნოდარი მუმლაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუუფლება სასურველ პროფესიას;
ლიკა გოგალაძე თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია;
ხატია ლომიძე თბილისის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა;
ლიზი ნინიკური კი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტში ისწავლის.
„ვულოცავთ ჩვენს მე-12 კლასელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას!
ჩვენთვის საამაყოა რომ თქვენი და ჩვენი შრომა დაფასდა და თქვენ გახდით წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები, ბევრმა თქვენგანმა კი სახელმწიფო გრანტიც დაიმსახურა
წარმატებებს გისურვებთ და გვჯერა, რომ თქვენ იქნებით ჩვენი ულამაზესი ქვეყნის ბედნიერი და წარმატებული მომავალი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.