რუსთავის N20 საჯარო სკოლისთვის 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგები საამაყოა. აბიტურიენტები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ. ამასთან ცხრა აბიტურიენტმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
სკოლაში ახარებთ, რომ როგორც პედაგოგთა ისე აბიტურიენტთა შრომა და მშობელთა ჩართულობა დაფასდა, ახალგაზრდებს კი სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ.
„რუსთავის N20 საჯარო სკოლა ამაყობს წლევანდელი კურსდამთავრებულების წარმატებით, ყველას ვულოცავთ სტუდენტობას, მათთან ერთად ვულოცავთ მასწავლებლებსა და მშობლებს,
განსაკუთრებით კი გვინდა მივულოცოთ:
ალექსანდრე ტურიაშვილს - 100%-იანი გრანტი;
ვაჩე ყანჩაველს - 100%-იანი გრანტი;
დაჩი აბელაშვილს - 70%-იანი გრანტი;
ლუკა გონგლიაშვილს 70%-იანი გრანტი;
ნინო კანაშვილს - 70%-იანი გრანტი;
ნინო მღებრიშვილს - 70%-იანი გრნატი;
მარიამი ძიძიშვილს - 70%-იანი გრანტი;
ნინო გოგინაშვილს 50%-იანი გრანტი;
საბა ეპიტაშვილს 50% -იანი გრანტი“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.