ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - ჰაკობ მარგარიანი და გაიანე კაროიანი „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმატებით ჩაირიცხნენ
30-08-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის 2023-2024 კურსდამთავრებულებიდანჰაკობ მარგარიანმა და გაიანე კაროიანმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩაირიცხნენ. 

აღსანიშნავია, რომ ჰაკობ მარგარიანი „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტით ისწავლის. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულებას და სასურველი პროფესიების დაუფლებას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203