ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ.
სკოლაში აბიტურიენტებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ და ახარებთ, რომ ახალგაზრდების შრომა დაფასდა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და სიამაყით გვიზიარებენ ამ დროისთვის მათ ხელთარსებულ ინფორმაციას იმ კურსდამთავრებულების შესახებ, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტები და მოისურვეს ინფორმაციის გასაჯაროება.
„ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლა ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს სტუდენტობას, უსურვებს მათ წარმატებას და წინსვლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.