გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულების - სოილი ალახვერანოვასა და ფაგან ალახვერანოვის წარმატებით ხარობენ.
კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სოილი ალახვერანოვა სწავლას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელებს, ფაგან ალახვერანოვი კი - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
სკოლის დირექცია და პედაგოგები აღზრდილებს სტუდენტობას ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ.
„გილოცავთ სტუდენტობას ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო. სულ წარმატებებით გევლოთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების მხარდაჭერას აგრძელებენ.