იმ მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომელთაც 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებზე ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადეს, საპრეტენზიო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი ან აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადებზე, აგრეთვე იმ მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომელთა საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვალა ტესტის შეფასება, თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით შემდეგ ბმულზე: https://online1.naec.ge/oapp
განაცხადები მიიღება 30
აგვისტოს 10:00 საათიდან 30 სექტემბრის
18:00 საათამდე.
თანხა მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში