მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია. რამდენად კმაყოფილები არიან, ან პირიქით, პედაგოგები საბოლოო შეფასებით, ცალკე საუბრის თემაა; თუმცა ფაქტია, მათი ნაწილი სოციალურ ქსელში ღიად აფიქსირებს, რომ აპირებს მიმართოს სასამართლოს, საკუთარი უფლებების დასაცავად.
კანონით, მათ ამის უფლება უდავოდ აქვთ.
ოფიციალურად გაწერილია, რომ „შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64 )“.